გიორგი სიორიძე - „ქართულ ოცნებას“ ვახტანგ გომელაურის თამაშში შემოყვანით, პროპაგანდისტული სპექტაკლი ჩაეშალა, ალეკო ელისაშვილს კი ვერ გავრიცხავთ, რადგან „ლელოს“ წევრი არ არის, ალეკო რჩება ჩვენს თანამებრძოლად!

ამ ფაქტს სჭირდება სხვა ტიპის გამოძიება, ოღონდ არა ქართული საგამოძიებო ორგანოებისა და საექსპერტო ჯგუფების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - გვახსოვს, თუ როგორი გვერდითი მოვლენები ჰქონდა იმ საშუალებებს, რომლებსაც ივანიშვილის მარბიელი რაზმები იყენებდნენ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, ქიმიური ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვები ჯერ კიდევ აქციებს დროს გაჩნდა.

„BBC არის ყველაზე ავტორიტეტული მედიასაშუალება, რომელიც თავის ჟურნალისტურ გამოძიებებს მყარ საფუძვლებზე ამყარებს. სწორედ ამიტომ არის მისი სანდოობის ხარისხი მაღალი. ამ ფაქტს სჭირდება სხვა ტიპის გამოძიება, ოღონდ არა ქართული საგამოძიებო ორგანოებისა და საექსპერტო ჯგუფების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებსაც შეუძლიათ, რომ დასკვნა დადონ. გვახსოვს, თუ როგორი წვა და გვერდითი მოვლენები ჰქონდა - თავის ტკივილის, გულის პრობლემების - იმ საშუალებებს, რომლებსაც ივანიშვილის მარბიელი რაზმები იყენებდნენ. ამ საკითხზე შეკითხვები ჯერ კიდევ მაშინ ჩნდებოდა“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ასევე, გიორგი სიორიძემ ყოფილი შს მინისტრის განცხადებაც შეაფასა, რომლის თქმითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „კატა გამოთხარა“, რადგან ეს ნივთიერებები, რომლებზეც BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟია საუბარი, წინა ხელისუფლების დროს არის შეძენილი, რომლებიც 2012 წლის შემდეგ აღარ გამოყენებულა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ გომელაურის თამაშში შემოყვანით, პროპაგანდისტული სპექტაკლი ჩაეშალა.

„ვნახეთ „ქართული ოცნების“ რეაქცია, როდესაც აჟიოტაჟი ატყდა, თავიდან ამ საკითხზე საუბარი დაიწყეს როგორც აბსურდზე და BBC ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს, შემდეგ მათმა [„ქართული ოცნების“] მოლაპარაკე თავებმა დაიწყეს საუბარი - თუ რა სკანდალში შეიძლება იყოს გახვეული ეს მედია, ქარდი დადეს, რომ BBC „ფეიკნიუსია“. შემდეგ სუს-მა გამოძიება დაიწყო. პროპაგანდის მანქანა ამუშავდა - „გერმანელებს, რაც კლავდა, ქართველები იმის მიმართ მედეგები ვართო“, მაგრამ ამ ყველაფერმა არ იმუშავა და არა მოქმედ, არამედ მაშინდელ შს მინისტრს - იმ დროის დარბევებზე პასუხისმგებელ პირს ათქმევინეს, რომ ასეთი ნივთიერებები მართლაც ყოფილა შესყიდული, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და საწყობში იყოო. მაგრამ, ახლა ერთი საკითხი დარჩა, უნდა ვენდოთ თუ არა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ნივთიერებები არ გამოუყენებია? პროპაგანდისტული სპექტაკლი ჩაეშალათ, გომელაურის თამაშში შემოყვანით. ეს ყველაფერი თუ მართლაც მოხდა, ეს მეორე შემთხვევა იქნება 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც როდიონოვისა და ლებედის ორგანიზებით დახოცეს ჩვენი თანამემამულეები, მიტინგი კი არა მარტო ტანკებით, არამედ ქიმიური იარაღით დაშალეს. ეს კი უდიდესი საერთაშორისო სკანდალი იქნება. მაგრამ ისინი დღის ბოლოს მიხვდნენ თუ რამხელა პრობლემის წინაშე დგანან და გომელაურს ათქმევინეს რომ ასეთი ნივთიერება მარგში იყოო და არ გამიკვირდება, რომ ეს გომელაურის პირად პასუხისმგებლობად ჩათვალონ, რომ თურმე „ქართულმა ოცნებამ“ არ იცოდა და გომელაურის ბრძანებით იყო გამოყენებული, როგორც ეს გავრილოვის ღამის შემთხვევაში“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, გიორგი სიორიძემ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით დაწყებული გამოძიებაც შეაფასა. მისი თქმით, „რეჟიმმა საქართველოში დამკვიდრებული უსამართლობით, მიიყვანა ადამიანი ასეთ რადიკალურ ნაბიჯამდე“.

„თავად მოვისმინე მისი ემოციური სიტყვა, სადაც მან თქვა თუ როგორ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს უკიდურესი, უკანონო ქმედება ჩაედინა, კონკრეტული იდეისთვის. ეს ფორმა მიუღებელია, თუმცა მეორე საკითხია, თუ როგორ ხდება ამ საკითხის ინსტრუმენტიზაცია. ადამიანურად მესმის, ეს სულის შემძვრელი ფაქტი იყო, რადგან რეჟიმმა საქართველოში დამკვიდრებული უსამართლობით, მიიყვანა ადამიანი ასეთ რადიკალურ ნაბიჯამდე. ალეკო ელისაშვილი არის ჩვენი თანამებრძოლი და პატრიოტი, რომელიც რუსეთის მიერ არის ძებნილი და 6 წელი აქვს მისჯილი დაუსწრებლად რუსეთში, რომლის მოკავშირეც „ქართული ოცნებაა“. ალეკო არის მამუკა მდინარაძის პირადი მტერიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება მისი ქმედება უკანონოა, მაგრამ სამართლებრივი კვალიფიკაცია სხვა უნდა იყოს და არა ტერორიზმის მუხლი. ეს კი ალეკოსა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ რეპრესიაა“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას - „გარიცხავს თუ არა „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან“, გიორგი სიორიძე პასუხობს, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის პარტია „ლელოს“ წევრი და სამართლებრივად მისი პარტიიდან გარიცხვა შეუძლებელია.

„თავიდან აცხადებდნენ, რომ ალეკოს ქცევა ევროპიდან წამოსული დირექტივა იყო, ასევე ახსენეს ALDE-ც, რომლის წევრებიც ვართ. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ერთობა, რომელშიც შედის როგორც „ლელო“, ისე პარტია „მოქალაქეებიც“, რომლის თავმჯდომარეც ალეკო ელისაშვილია. შესაბამისად, გარიცხვის საჭიროება რომც იყოს, სამართლებრივად ვერ გავრიცხავთ. ასევე პარტია „მოქალაქეები“ არ არის ALDE-ს წევრი. ეს თუ პაპუაშვილმა არ იცოდა, ახლა იცოდეს. ალეკო კი ჩვენი თანამებრძოლია. ჩვენ მის ქმედებასა და ჩვენი გუნდის პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიას ვმიჯნავთ, თუმცა ის რჩება ჩვენს თანამებრძოლად. ჩვენთვის ის არის ადამიანურად ძალიან ძვირფასი და გვერდით ვუდგავართ როგორც მას, ისე მის ოჯახს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს