ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი - სუს-ის წარმომადგენლები კლინიკაში მოვიდნენ, თუმცა უწყების ჩაბარებას არ ვაპირებ - მზად ვარ კითხვებს მაგისტრატ მოსამართლესთან გავცე პასუხი

ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით მასთან, ციციშვილის კლინიკაში სუს-ის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა უწყების ჩაბარებას არ აპირებს.

როგორც ჩახუნაშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის მზად არის კითხვებს მაგისტრატ მოსამართლესთან გასცეს პასუხი.

ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი BBC-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტი იყო, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

“რასაც BBC ეყრდნობა ძირითადად არის შიდაინფორმატორების მიერ გამოტანილი ინფორმაცია და ინვენტარიზაცია. რასაც ინვენტარიზაციის შტრიხკოდები დაადარეს, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ნივთიერება ქიმიური გამხსნელი იყო, ხოლო მეორე ნივთიერება ზუსტად ვერ დაადგინეს, თუმცა აქროლვადი ნივთიერება, რაც დასარბევად შეიძლება ყოფილიყო, იყო “კამიტი“. გამომდინარე აქედან, ჯამური ინფორმაციით, ამ დასკვნამდე მივიდნენ.

ექიმთა ჯგუფმა რამდენიმე ინსტუმენტული კვლევა ჩავატარეთ. ეს იყო კაპილაროსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, შევაგროვეთ კარდიოლოგიური მონაცემები, გაკეთდა სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის შედედების სისტემის შესწავლა. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება ელექტროკარდიოგრაფიურ მონაცემებში აღმოჩნდა. კონკრეტულად ეს იყო ისეთი ცვლილებები, რომელიც გულისთვის ჟანგბადის მიწოდების პრობლემაზე და ფილტვებში ჟანგბადის მიმოსვლის პრობლემებზე მიუთითებს. საკვლევ ჯგუფში ცვლილებები აჩვენა კაპილაროსკოპიამ, თუმცა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არ იყო და იმის თქმა, თუ რამდენად კავშირში შეიძლება იყოს დარბევასთან, ჩვენ არ შეგვიძლია.

ჩვენ ეს მონაცენები მოვაგროვეთ და დავწერეთ დასკვნა. “კამიტზე“ ინფორმაცია არ გვქონდა და ჩვენი ჰიპოთეზა ეყრდნობადა იგივე CS-ის გაზის გამოყენებას.

კითხვარი 347 პირმა შეავსო, ხოლო გამოკვლევაზე 69 პირი მივიდა.

თუკი ნედლ ინფორმაციას მოითხოვენ, მივცემთ. რაც შეეხება პაციენტის მონაცემებს, ის დეიდენტიფიცირებულია და შესაბამისად, ვერაფერს მივაწვდით“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

ამასთან, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სუს-მა გამოკითხვაზე კონსტანტინე ჩახუნაშვილის ძმა, ასევე ექიმი დავით ჩახუნაშვილიც დაიბარა.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის