„ევროპული სოლიდარობის“ პარტიამ მთავრობის გადადგომისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის მოთხოვნით რადას ტრიბუნა დაბლოკა

„ევროპული სოლიდარობის“ პარტიის ფრაქციამ უმაღლესი რადას ტრიბუნა დაბლოკა და მთავრობის გადადგომა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მოითხოვა.

„ქვეყანა სამმაგ კრიზისშია - კრიზისი ფრონტის ხაზზე, კორუფციის კრიზისი და კრიზისი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პარტნიორებთან ურთიერთობებში“, - განაცხადა ფრაქციის ლიდერმა, პეტრო პოროშენკომ.

მისი თქმით, პარლამენტის გადასაწყვეტია, შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ კრიზისის დაძლევას.

„პირველ რიგში, ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავრობის გადატვირთვისა და ახალი კოალიციის ფორმირებისთვის. მეორეც, ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ მთავრობიდან ყველა ის პირი, ვინც ერმაკ-მინდიჩის ჩანაწერებში ფიგურირებს. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავათავისუფლოთ ისინი და არა მხოლოდ კორუფციის გამო, არამედ იმათთვისაც, ვინც ზეწოლა მოახდინა სამართალდამცავ ორგანოებზე, რათა უზრუნველყოფილიყო ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების, აქტივისტებისა და ოპოზიციის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა. ვითხოვთ სასწრაფო შეხვედრას ზელენსკისთან მისი დაბრუნებისთანავე, რათა ერთობლივად გავიზიაროთ და შევიმუშაოთ სტრატეგია სამშვიდობო პროცესისთვის“, - აღნიშნა პოროშენკომ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში