ზურაბ სიხარულიძე - მოქალაქეების მიერ შევსებული კითხვარით დასტურდება, რომ არამარტო აქციის დარბევისას ჰქონდათ გულსისხლძარღვთა და მხედველობის პრობლემები, არამედ შემდგომი პერიოდის განმავლობაშიც - სახელმწიფო ვალდებულია, თქვას, რა გაზი იყო გამოყენებული

„ფედერალისტების“ წევრის, ექიმ ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, პარტიის „ცხელ ხაზზე“ შემოსული ისტორიებით დასტურდება მოქალაქეების ორგანიზმში ჯანმრთელობის ცვლილებები არა მხოლოდ აქციების დარბევის დღეებში, არამედ შემდგომ პერიოდში.

როგორც ექიმი აღნიშნავს, სახელმწიფო ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს, რა გაზი იყო გამოყენებული, რადგან ასეთ დროს არსებობს პროტოკოლი, სადაც იწერება ყველაფერი, თუ რა ნივთიერებები იქნება გამოყენებული.

„შევსებული კითხვარით დასტურდება, რომ არამარტო იმ მომენტში [აქციის დარბევისას] ხდებოდა გარკვეული ცვლილებები, როგორც სასუნთქ ორგანოებში, ასევე გულსისხლძარღვთა და მხედველობის, ასევე შემდგომი პერიოდის განმავლობაშიც განვითარდა ქრონიკული გართულებები.

ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, აუცილებლად ჩაატარებდა კვლევას, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად. ამის გარდა, სახელმწიფო ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს, რა გაზი იყო გამოყენებული, რადგან ასეთ დროს არსებობს პროტოკოლი, სადაც იწერება ყველაფერი, თუ რა ნივთიერებები იქნება გამოყენებული. იმის გამო, რომ დამოუკიდებელმა ექიმებმა ჩაატარეს კვლევა, სუს-მა დაიწყო გამოძიება მათ წინააღმდეგ“, - თქვა ზურა სიხარულიძემ.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს