შალვა პაპუაშვილი - ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ, როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა, უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმა უარყოფა დაიწყო - ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს

ჩვენ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ და როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა და საკუთარი კომენტარების გადათქმა დაიწყო - უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმა უარყოფა დაიწყო, რომ თითქოს არ უთქვამს! ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად შესაძლოა ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

პაპუაშვილის აზრით, BBC-ის მიერ მომზადებული მასალით გამოაშკარავდა ქსელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდას ავრცელებს და დეზინფორმაციითა და ჰიბრიდული ომის ტაქტიკებით ქვეყნის დაზიანებას ცდილობს.

პაპუაშვილმა BBC-ის კომპრომეტირებული მედია უწოდა.

“უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პედიატრს სუს-ში მისვლის ეშინია. საზოგადოება მას იცნობს - არის რადიკალური, ძალადობრივი აქციების მონაწილე. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რომელიც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ. ცდილობენ საქართველოს ცრუ ნარატივებითა და ჰიბრიდული ომის ტაქტიკებით დაზიანებას.

ჩვენ ამ ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივად ვიმოქმედებთ. უკვე მერამდენედ BBC-ი მხილებულია ცილისწამებაში. როგორც ჩანს, წინ ელის 5-მილიარდიანი დავა ტრამპთან. არ ვიცი, რას დაიმატებს და რას - არა, მაგრამ ფაქტია, რომ მის რეპუტაციას დიდი ხანია ბევრ რამეს აკლებს.

ჩვენ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ და როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა და საკუთარი კომენტარების გადათქმა დაიწყო - უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმა უარყოფა დაიწყო, რომ თითქოს არ უთქვამს.

საერთო ჯამში, ეს არის. როდესაც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებენ, რომ ისინი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებენ და მერე მიატოვებენ ისე, როგორც ბევრი მიუტოვებიათ, შემდეგ რაღაც გამოსავლის პოვნას ცდილობენ.

როგორც ჩანს ეგონათ, რომ საქართველოს რაღაცებს დააბრალებდნენ, ამას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატრიალებდნენ. არ ელოდებოდნენ, რომ სახელმწიფო ამას სერიოზულად შეხედავდა და გამოძიება დაიწყებოდა. ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს. გამოვლინდება, თუ რა არის მართალი და რა - ტყუილი, ვინ ვის ცილს სწამებს და ასე შემდეგ.

ასე არ ხდება, რომ სხვადასხვა ჯგუფმა ტელევიზორში რაღაც გადაცემას უყურა და შემდეგ შეხმატკბილებულად და ორკესტრირებულად ერთი ნარატივით ამოქმედდნენ.

გუშინ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენების კლასიკური მაგალითი ვნახეთ, რომელიც სახელმძღვანელოებში შეიძლება შეიტანო.

ამაში ჩართული იყვნენ ერთი მხრივ, კომპრომეტირებული მედია - BBC-ის სახით. მეორე მხრივ, ჩართული ჰყავდათ ადგილობრივი აგენტები, რომლებიც პირდაპირ დალაგებული ნარატივით ალაპარაკდნენ. ვნახეთ პეტიცია, განცხადება, “ენჯეო“ პოლიტიკა და პარტიები ერთმანეთში არეული. რაც მთავარია ვიხილეთ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ევროკომისიის პრეს-სპიკერი, რომელმაც უკვე მერამდენედ გამოავლინა საკუთარი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ ბრალდებები წამოაყენა. შეგახსენებთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც 4 ოქტომბერს - ხელისუფლების დამხობის შეკრებას მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა. ის დღემდე გამოდის და საქართველოზე საუბარს ბედავს ისე, რომ დღემდე ბოდიშიც არ მოუხდია და განმარტება არ გაუკეთებია ბრიუსელის ტრიბუნიდან ხელისუფლების დამხობას სოლიდარობას რომ უცხადებდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე