შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ - შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია

ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან, რომელსაც საკუთარი პირადი დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებშია.

„საქართველოს ვერავინ გადაახტება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობით. ასე რომ, ეს პროექტი, პირველ რიგში, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებში და ამიტომაც ეს პრიორიტეტი ვერსად წავა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელმაც საქართველო რუმინეთთან უნდა დააკავშიროს და რომელმაც უნდა მისცეს შესაძლებლობა რეგიონიდან მწვანე ენერგიის გადაცემას ევროკავშირში, უპირველესად ევროკავშირის მოსახლეობის ინტერესებშია. ამას ვგულისხმობთ ჩვენ გონივრულ თანამშრომლობაში, ნაცვლად აქტივიზმისა, რომელსაც ხანდახან ვხედავთ ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველომ და რუმინეთმა ერთობლივად წარადგინეს 2024 წლის ბოლოს ორმხრივი ინტერესების პროექტის (Project of Mutual Interest) სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეიტნეს.

კერძოდ, 2025 წლის 1 დეკემბერს, ევროკომისიამ მიიღო დელეგირებული მარეგულირებელი აქტი და შესაბამისად გამოაქვეყნა საერთო და ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალი, რომელშიც შეიყვანა შავი ზღვის კაბელის პროექტი. ევროკომისია გადაგზავნის რეგულაციას ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში დასამტკიცებლად. ევროპული კანონმდებლობის თანახმად დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.

შავი ზღვის კაბელის პროექტმა აქტიური ტექნიკურ-ეკონომიკური შემოწმება გაიარა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა, საჭიროება და პოტენციალი.

ორმხრივი ინტერესების პროექტების სიაში შეტანით შავი ზღვის კაბელის პროექტი მიიღებს საჭირო სტრატეგიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ეს არის ევროკომისიის მიერ შემუშავებული პირველი სამართლებრივი დოკუმენტის პროექტი, რომელმაც დაადასტურა პროექტის მიმართ მხარდაჭერის მზაობა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა