გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე - დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი - კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

გიორგი ბარამიძე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდ პატივად და კარგი პიარად მიიჩნევს.

მისივე თქმით, რუსეთთან მიმართებით შიში მას 90-იან წლებში აქვს გადალახული, როცა აფხაზეთის ომში იბრძოდა.

“დიდი პატივია! და ჩემს საკმაოდ კარგ პიარად აღვიქვამ.

რუსების შიში მეტ ნაკლებად წინა საუკუნის 90-იანებში გადავლახე, როცა მათ აფხაზეთში ვეომებოდი. ასე რომ, ეს ამბავი ნამდვილად უფრო მახალისებს, ვიდრე მაკვირვებს.

ყოველთვის ვამაყობდი, როცა რუსების ურდოები კიევს უტევდნენ, კიევში ვიყავი, ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად. ამით მომავალშიც ვიამაყებ.

უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა! დიდება ჩვენს გმირებს!

დიდება საქართველოს! Slava Ukrayni!”,- წერს ბარამიძე.

ინფორმაციისათვის, რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერს, გიორგი ბარამიძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ.

გამომძიებლების ინფორმაციით, ბარამიძე უკრაინაში დაქირავებული მეომრის რანგში 2022 წლის თებერვალში ჩავიდა, სადაც ის ქართულ ეროვნულ ლეგიონს შეუერთდა. მათივე მტკიცებით, ბარამიძემ სამხედრო წვრთნები გაიარა, რის შემდეგაც 2022 წლის აპრილამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ იბრძოდა და მისი ანაზღაურება 238 000 რუბლს აღემატებოდა.

„ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და სასამართლომ მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“, - აცხადებენ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა