ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა, მნიშვნელოვანია, არავითარი თამაში არ იყოს უკრაინის ზურგს უკან, არაფერი იქნას გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე ჩვენზე და ჩვენს მომავალზე

საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა, არამედ იმაშია, რომ არაფერი იქნას უკრაინის გარეშე გადაწყვეტილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ, მაიკლ მარტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა. ის, ვისაც შეუძლია მათი მიღება, მათ მიიღებს. მე შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი სამართლიანად და ღიად იყოს, რომ არავითარი თამაში არ იყოს უკრაინის ზურგს უკან, რომ არაფერი არ იქნას გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე ჩვენზე, ჩვენს მომავალზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე უსაფრთხოების გარანტიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან დაკავშირებით აუცილებელია ძირითადი საკითხების მკაფიოდ გაგება, “რომ ეს იქნება, როგორც იქნება”.

“ვინაიდან, თუ გესმით, ეს ხომ ვიღაცაზე ექსპერიმენტი არ არის. ეს ხალხია, ჩვენი ცოცხალი ხალხი. რუსებმა დაიწყეს ომი, და ამის ფორმულირების არავითარი ალტერნატივები არ არის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსები შეაჩერა, მაგრამ საჭიროა ამ ომის დასრულება “ისე, რომ შემდეგ, ერთი წელიწადში, რუსეთი კვლავ არ მოვიდეს ამ ათწლეულში მესამე შეჭრით”.

“რა იქნება ხვალ? როდესაც ჩვენი მეომრები სახლში დაბრუნდებიან? სამართლიანად დაბრუნდებიან სახლში. სამწუხაროდ, ყველა არა. ზოგიერთი ცოცხალი არ დაბრუნდა. რა იქნება შემდეგ? როდესაც სახლში დაბრუნდებიან, კვლავ გახდებიან მასწავლებლები, სხვადასხვა პროფესიის ინჟინრები, ისინი დაბრუნდებიან, ხოლო რუსეთი… კიდევ ერთი შეჭრისთვის მომზადებაში იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა