კონსტანტინე ჩახუნაშვილი - BBC -ის ფილმზე საქმე ალბათ იმის გამო აღძრეს, რომ აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას, ვითომ იკვლევენ, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ დასაშინებლად გვიბარებენ - ხვალ დაბარებულია ჩემი ძმა, დავით ჩახუნაშვილი

საქმე ალბათ იმის გამო აღძრეს, რომ აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვითომ იკვლევენ, მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა არის ის, რომ დასაშინებლად გვიბარებენ ადამიანებს, - ამის შესახებ ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვამდე განაცხადა.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი BBC-ს ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტია, რომელიც სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან იქ მისვლაზე უარი განაცხადა ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მისი ძმაც, ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომლის გამოკითხვაც ხვალ დილით, ასევე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება.

„მოლოდინი არაფრის არ მაქვს, ახლა შევალ და მე თვითონაც გავარკვევ, თუ გაუთქმელობაზე არ მომაწერინეს ხელი, დეტალებში მერე გაგარკვევთ.

სავარაუდოდ, კვლევაზეც არის კითხვები და ვნახოთ. ბევრი ადამიანი დაიბარეს, ვინც იყო, ყველა დაიბარეს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის საინტერესო არის ის, რომ აკადემიური თავისუფლების წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რაც მიუღებელი არის და ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს.

საქმე ალბათ იმის გამო აღძრეს, რომ აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას და შიგნითაც, რომ ვითომ იკვლევენ, მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა არის ის, რომ დასაშინებლად გვიბარებენ ადამიანებს.

მე არ ვიცი, რამდენად ვარ საერთაშორისო მედიასთან დაკავშირებული, ალბათ უფრო კვლევასთან დაკავშირებით დამიბარეს.

ხვალ არის 10 საათზე დაბარებული დავითი (ჩახუნაშვილი)“, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა