რუსთაველის გამზირზე შეკრებილები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეები თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

მსვლელობამდე პროტესტის მონაწილეებმა პერფორმანსი მოაწყვეს — აქციის მონაწილეებმა ბანერებითა და ბრიტანეთის დროშებით BBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიებისთვის მადლობა გადაუხადეს.

გარდა ამისა, მონაწილეებმა შაბათი, 19:00 საათი, დიდი აქციის დღედ გამოაცხადეს. მათი თქმით, მოქალაქეები ყოველდღიურად ვერ ახერხებენ აქციაზე სიარულს, ამიტომ შაბათის აქცია იქნება მათთვის, ვინც ყოველდღე ვერ ერთვება პროტესტში.

ამასთან, მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, მათ შორის - მსვლელობებით.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა