აშშ-მა 19 არაევროპული ქვეყნიდან ყველა საიმიგრაციო განაცხადის განხილვა შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დააპაუზა ყველა საიმიგრაციო განაცხადი, მათ შორის მწვანე ბარათისა და აშშ-ის მოქალაქეობის საკითხების დამუშავება, რომელიც შეტანილი იყო მიგრანტებისგან 19 არაევროპული ქვეყნიდან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებაა.

შეჩერება ეხება 19 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში მოგზაურობის ნაწილობრივ აკრძალვა ჯერ კიდევ ივნისში დაუწესეს. კერძოდ, პაუზა ეხება მოქალაქეებს ავღანეთითან, ბირმადან, ჩადიდან, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბიადან, სომალიდან, სუდანიდან, იემენიდან, ბურუნდიდან, კუბადან, ლაოსიდან, სიერა-ლეონედან, ტოგოდან, თურქმენეთიდან და ვენესუელადან.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პაუზდება განხილვის პროცესში არსებული განაცხადები და ასევე აღნიშნული ქვეყნებიდან ყველა მიგრანტმა „უნდა გაიაროს ხელახალი საფუძვლიანი განხილვის პროცესი, მათ შორის პოტენციური ინტერვიუ და, საჭიროების შემთხვევაში, ხელახალი ინტერვიუ, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ყველა საფრთხის სრულად შესაფასებლად.

ოფიციალურ მემორანდუმში, რომელიც ახალ პოლიტიკის ასახვას ეხება, ნახსენებია რამდენიმე ბოლოდროინდელი დანაშაული, რომლებიც, სავარაუდოდ, მიგრანტებმა ჩაიდინეს, მათ შორის ეროვნული გვარდიის წევრებზე თავდასხმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს