ლაშა ფარულავა - სინამდვილეში, არ არსებობს არც „იგლ ჰილსის“ პროექტი და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია - არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება და „ქოცური“ გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე

სინამდვილეში, არ არსებობს არც „იგლ ჰილსის“ პროექტი და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია. რეალურად, არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება და „ქოცური“ გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლაშა ფარულავა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არაბული ინვესტიციის ხელშეკრულების პროექტი გაასაჯაროოს.

ბიძინა ივანიშვილი ერთ დროს ქართველებს დასაქმებას პირდებოდა, დღეს კი მისი პირადი იდეოლოგები ახალგაზრდებს ღიად მოუწოდებენ ემიგრაციაში წასვლისკენ. ამავე დროს, ემიგრანტებს ართმევენ ხმის უფლებას, რადგან მათი მთავარი მიზანი უკვე აღარ იფარება, დაცლილი ქვეყანა, ხალხის გარეშე დარჩენილი საქართველო. იმ დროს, როცა ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა, როცა სამუშაო ძალა მასობრივად გაედინება და ერი ნელ-ნელა იცლება, ასეთ ვითარებაში ამ პროექტის ხელშეკრულების გასაიდუმლოება პირდაპირ მიუთითებს „ქოცური“ რეჟიმის ნამდვილ ამოცანაზე - საქართველო ქართველების გარეშე.

მოვუწოდებ რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად დასაბუთებული ეჭვი ივანიშვილის პირად ინტერესებზე და საზოგადოებრივი სიკეთის კორუფციულად მიტაცებაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება“, - აცხადებს ლაშა ფარულავა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება