თინა ხიდაშელი - BBC-ზე „ფეიკის“ უარგუმენტო ძახილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მატყუარა მოძალადე ხარ - თუ განსხვავებული სიმართლე გაქვთ, ფაქტები გამოაქვეყნეთ!

BBC-ზე „ფეიკის“ უარგუმენტო ძახილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მატყუარა მოძალადე ხარ, სათქმელი არაფერი გაქვს და შენი ერთადერთი იარაღი შეურაცხყოფის მიყენებაა - თუ BBC-ის მასალისგან განსხვავებული სიმართლე გაქვთ, ფაქტები გამოაქვეყნეთ! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს.

ხიდაშელის აზრით, სიმართლის დოკუმენტებით დამტკიცება ძალიან ადვილია.

“როდესაც ამხელა მედიასაშუალება ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს გიძღვნის, უბრალოდ fake news-ი იძახო, საკუთარი ქვეყნის და ხალხის შეურაცხყოფაა.

მინიმუმ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი უნდა იყო ამგვარი ძახილისთვის.

სინამდვილეში საკუთარი ხალხის და ქვეყნის პატივისმცემელი, მართალი ხელისუფალი ფაქტებს გამოქვეყნებდა თუკი ასეთი სიმართლე აქვს. ამ სიმართლის დამტკიცება ძალიან ადვილია დოკუმენტებით. ბევრი მედია საშუალება მოინახება მსოფლიოში, რომელიც მათ გამომზეურებას საკუთარ ეთერს სიამოვნებით დაუთმობს.

BBC-ზე ფეიკის უარგუმენტო ძახილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ უბრალოდ მატყუარა მოძალადე ხარ, სათქმელი არაფერი გაქვს და შენი ერთადერთი იარაღი შეურაცხყოფის მიყენებაა. ზუსტად ისე იქცევა მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე BBC-ის მიმართ ქოცობა, როგორც მაგალითად ჩემს მიმართ. არადა მე 31 ათასი გამომწერი მყავს, BBC-ის მთელ მსოფლიოში მრავალი მილიონი. არც ჩვენს ფაქტებით დადასტურებულ ანგარიშებზე აქვთ პასუხები და მოღალატე-აგენტი გაუდით მხოლოდ, არც BBC-ის დოკუმენტურ ფილმზე და fake news-ს ყვირიან მხოლოდ.

ამასობაში, მათივე ყოფილი მინისტრი ადასტურებს, მოქმედი მინისტრი უარყოფს, ყოფილის და მოქმედის საერთო მოადგილემ მრავალგზის დაადასტურა ....

აირივნენ აშკარად, მძიმე კვირა აქვთ....

გამოაქვეყნეთ ფაქტები თუ გაქვთ სიმართლე იმისგან განსხვავებული, ვიდრე BBC-ის მასალა და მორჩება ეს საუბარი.

ფაქტები და მტკიცებულებები უაზრო, უარგუმენტო შეურაცხყოფის ნაცვლად“, - წერს თინა ხიდაშელი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში