ეკა გიგაური გამოკითხვამდე - თეატრალურ წარმოდგენას ვუყურებთ, ექიმებსა და დაზარალებულებს იწვევენ გამოკითხვაზე და არა მათ, ვინც შესაძლოა, დანაშაულში გარკვეული როლი ითამაშეს - შემიძლია ვთქვა, რომ მეც ცუდად ვგრძნობდი თავს დარბევების შემდეგ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მან გამოკითხვამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მიმდინარე პროცესების მიზანი დაშინებაა.

„დღეს ჩვენ ფაქტობრივად თეატრალურ წარმოდგენას ვუყურებთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე - საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა მიიღო შიდა ინფორმაცია, სამართალდამცავი ორგანოებისგან, სადაც საუბარია კონკრეტული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ დროს, როდესაც ერთი წელია მთელი სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეებიც ითხოვენ იმას, რომ გასაჯაროვდეს თუ რა ტიპის გაზი იყო გამოყენებული, ამის მაგივრად, ისინი ექიმებსა და დაზარალებულებს იწვევენ გამოკითხვაზე და არ ითხოვენ პასუხს იმ პირებისგან, რომლებმაც შესაძლოა დანაშაულში გარკვეული როლი ითამაშეს. არ ვიცი, რა კითხვები იქნება. შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც ცუდად ვგრძნობდი თავს ამ დარბევების შემდეგ.

ინტერვიუში ვამბობ, რომ - "ჩვენ გვყავს პრორუსული მთავრობა და მათ აქვთ ყველა ბერკეტი, რომ გააჩერონ საქართველოს ევროინტეგრაცია". ასევე, - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" შესაძლოა რამდენიმე თვეში დაიხუროს. მთავრობის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, უნდათ რომ საქართველო გახდეს რუსეთის მოკავშირე. არავის დატოვება არ უნდათ, ვინც მათ წინააღმდეგობა გაუწევს. ეს ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის ბრალია". ასევე, ვამბობ - "ის, რომ შესაძლოა საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ დიდი რამაა, მთელი მსოფლიოსთვის, რადგან წინააღმდეგობას ვუწევთ რუსეთის გავლენებს და რუსეთს". ეს ის საკითხებია, რომლებზეც მე ყველა ინტერვიუში ვსაუბრობ და "ქართულმა ოცნებამ" თუ ჩემი პოზიცია BBC-ის გამოძიებით გაიგო, ეს მათი პრობლემაა. მიზანი, რა თქმა უნდა, დაშინებაა",- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება