შალვა პაპუაშვილი - მხილებულ იქნა, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმია არავის გამოუყენებია - ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარები, დაქირავებული „ენჯეოები“, რომლებიც ჭინკებივით დაასიეს ქვეყანას, აპირებენ თუ არა ბოდიში მოიხადონ?

ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ორ დღეში დადასტურდა, რომ ინფორმაცია ნივთიერება „კამიტთან“ დაკავშირებით არის ტყუილი.

„ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებენ მოლაპარაკე თავები, რომელიც გამოაჩინეს კიდევ ერთხელ, ნაფთალინიდან ამოიღეს სალაპარაკოდ. მათ შორის ბროუდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობდა, რომელსაც იმის შემდეგ ხმა არ ამოუღია საქართველოსთან დაკავშირებით და უცებ გამოცოცხლდა, რატომღაც ამ თემით დაინტერესდა. ეს ხომ აჩვენებს, რომ ჩვეულებრივად პროპაგანდისტები გამოიყვანეს იმისთვის, რომ ეს თემა რაიმენაირად შეეფუთათ. ეს აბსოლუტურად, აშკარად არის როგორც პროპაგანდისტული ცრუ ნარატივის გაგრძელება, რაც არის თავის მხრივ ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაშია ჩართული ბრიუსელი. ვნახეთ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული მტრული რიტორიკით გამოირჩევა. ვნახეთ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ „კამიტიზე“.

ფაქტობრივად, საქართველოს დაასიეს საკუთარი დაქირავებული „ენჯეოები“. გავიდა ორი დღე და დადასტურდა, რომ ეს იყო ტყუილი, „კამიტისთან“ დაკავშირებით. ახლა მაინტერესებს ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარები, ეს საქართველოს მტრობისთვის გარედან დაქირავებული „ენჯეოები“, რომლებიც ჭინკებივით დაასიეს ჩვენს ქვეყანას, აპირებენ თუ არა ბოდიში მოიხადონ იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი რაღაც ქიმიკატი იყო გამოყენებული. მოიხადოს ახლა ბოდიში ბრიუსელმაც და მისმა დაქირავებულმა „ენჯეოებმაც“. იგივე ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ მოწამვლაზე საუბრობს, დღესაც ამ ქიმიას რატომღაც არ ეშვებიან, კარგი ქიმიის მცოდნეებივით. ეს ის ხალხია, ელჩები და ადამიანები ბრიუსელიდან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს რაღაც მოწამვლა, დემენცია ჰქონდა. ტყუილები ილაპარაკეს. მხილებული იქნა ორ დღეში ყველაფერი, რომ იყო ტყუილი და არანაირი პირველი მსოფლიო ომის ქიმია და ა.შ არსად არავის გამოუყენებია, არც შეუძენია და როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე ნამყოფიც კი არაა ასეთი სახის ნივთიერება. გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ ბრიუსელის წარმომადგენლებმა და მათმა დაქირავებულმა „ენჯეოებმა“. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ქმედებებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „დაბრალებაზე ყველა აგებს პასუხს“, ხოლო საქართველოს "მუხლები აღარ აუკანკალდება".

„გასკდა საქმე, რომ საქართველოს უმტრეს, რომ არიან მონაწილე ჰიბრიდული ოპერაციისა, რომელიც დაიგეგმა და ორკესტრირებულად ხორციელდება, ახლა შიში ოხერია, რა თქმა უნდა. ვიღაცას ეგონა, რომ ეს ის საქართველოა, რომელსაც 2021-2022 წლის მსგავსად სააკაშვილის მოწამვლას დააბრალებდა ზელენსკი, გამოვიდოდა და აქ ვიღაცას მუხლები აუკანკალდებოდა. არავის წინაშე ამ ქვეყანას მუხლები აღარ აუკანკალდება. ამ დაბრალებაზე ყველა აგებს პასუხს. მათ შორის ვხედავთ ჩვენ, რომ ჩართული ჰყავთ კიდევ ერთხელ ყველა მათი დაფინანსებული ადამიანი და ფაქტობრივად პროევროპელობა აქციეს ანტიქართულობის სინონიმად, იქამდე მიიყვანეს სამწუხაროდ ეს ამბავი. მართლა სამარცხვინოა რა მდგომარეობაში ჩაიგო თავი ბრიუსელის პოლიტიკურმა ძალებმა, რომ პროევროპულობა გააიგივეს ანტიქართველობასთან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე