ნატო-ს გენმდივანი - პუტინს სჯერა, რომ ჩვენზე დიდხანს შეუძლია გაძლოს, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, უკრაინის მხარდაჭერას ვაძლიერებთ და რუსეთზე ზეწოლას ვზრდით - არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად

პუტინს სჯერა, რომ ჩვენზე დიდხანს შეუძლია გაძლოს, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ - უკრაინისთვის ჩვენს მხარდაჭერას ვაძლიერებთ და რუსეთზე ზეწოლას ვზრდით. შესაბამისი განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს წევრების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“უკრაინა აგრძელებს წარმოუდგენელი სიმყარის დემონსტრირებას. პუტინს სჯერა, რომ ჩვენზე დიდხანს შეუძლია გაძლოს, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ.

დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი ნიშანია იმისა, რომ ის ცდება. უკრაინისთვის ჩვენს მხარდაჭერას ვაძლიერებთ და რუსეთზე ზეწოლას ვზრდით. ეს მოიცავს რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტისთვის” წინააღმდეგობას და სხვა ზომებს, რომლებიც სტრატეგიულ დილემებს წარმოადგენენ კრემლისთვის.

დღეს მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი მზაობა, რომ გავზარდოთ თავდაცვაში ინვესტიციები, გავზარდოთ დაცვა და გავზარდოთ უკრაინისთვის მხარდაჭერა.

მაშინ როდესაც ანკარაში სამიტს ველით, ჩვენი პრიორიტეტები ნათელია: ინვესტიციების გაკეთება ჩვენს უსაფრთხოებაში, ჩვენი ინდუსტრიის გაძლიერება და უკრაინისთვის ჩვენი დახმარების შენარჩუნება, რათა მას ამ რთული ზამთრისა და შემდგომ გაძლების საშუალებები გააჩნდეს.

არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. და მაშინ, როდესაც ბევრს ვმუშაობთ მშვიდობისთვის, უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის ინსტრუმენტების მიწოდება საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და ხანგრძლივი მოგვარების მისაღწევად,” - განაცხადა რუტემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში