ლევან სამუშია - ყაველაშვილის ლოგიკაზე მსჯელობა ძნელია - პაპუაშვილს კი მინდა, ვუთხრა: თქვენი ორჯერ პრემიერ-მინისტრი რომ კორუფციაშია ჩაფლული, თავდაცვის მინისტრს ბრალი ედება ქართული ჯარის გაძარცვაში, ამის გამო ემიჯნებით?

თავიდან ბოლომდე კორუფციაში თავით ჩაფლულები, „ქართული ოცნების“ ორჯერ პრემიერ-მინისტრი რომ კორუფციაშია ჩაფლული, თავდაცვის მინისტრს ბრალი ედება ქართული ჯარის გაძარცვაში - ამის გამო მათ ემიჯნებით?, - ასე მიმართა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „ქართულ ოცნებას“ და უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, თუ ორშაბათამდე არ მოხდება ალეკო ელისაშვილისგან გამიჯვნა, „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „ალდე“ ტერორისტების მფარველებად იქნებიან მოხსენიებული.

როგორც სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ხელისუფლების მიერ წამოყენებული მოთხოვნა აბსურდულია და მიზნად „ლელოზე“ შეტევას ემსახურება.

ის პაპუაშვილს ახსენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბრალდების საქმეებს.

როგორც ოპოზიციონერი აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციური ფორმატი თვითონვე „მოსპო“, ხოლო ახლა ცდილობს არასწორი ნარატივის შექმნას.

„რას ითხოვენ, გარიცხეთო? მაქსიმალურად ცდილობენ „ლელოზე“ მიიტანონ შეტევა. თვითონაც კარგად იციან, რომ ალეკო ელისაშვილი პარტია „ლელო-ძლიერ საქართველოს“ წევრი არ არის. ელისაშვილი არის თავისი პარტიის ხელმძღვანელი. თუ კოალიციაზე ვსაუბრობთ, ამათმა [ქართული ოცნება] მოსპეს და ამოიღეს. ეს იყო წინა საარჩევნოდ შექმნილი ფორმა. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოვხატეთ. მინდა, ბატონ პაპუაშვილს ვუთხრა - რა ხდება ბატონო პაპუაშვილო, თავიდან ბოლომდე კორუფციაში თავით ჩაფლულები, თქვენი ორჯერ პრემიერ-მინისტრი კორუფციაში რომ არის ჩაფლული, თავდაცვის მინისტრს ბრალი რომ ედება ქართული ჯარის გაძარცვაში - ამის გამო ემიჯნებით?

დღე არ მახსოვს, რომ პარტიის ლიდერების პოლიტიკაში შემოსვლიდან სამართლებრივი დევნის ქვეშ არ იყვნენ გამოგონილი ბრალდებებით“,- განაცხადა სამუშიამ.

ამასთან, სამუშია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის გამოძიება „ერთიან კონტექსტში ტერორისტული აქტია“ და ორივე „დაკვეთილი“ იყო.

სამუშიას თქმით, ყაველაშვილის განცხადების სერიოზულად განხილვა შეუძლებელია.

„ყაველაშვილის ლოგიკაზე გინდათ ვიმსჯელო? ძნელია ყაველაშვილის ლოგიკაზე მსჯელობა. გასაგებია საითაც უნდათ ამ ყველაფრის განვითარება - „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და მის ლიდერებზე გადმოტანა და დევნა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გავავრცელეთ. გამოვეხმაურეთ ამ ყველაფერს თავის დროზე“,- განაცხადა სამუშიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე