გიორგი თავდგირიძე - ქიმიური იარაღის კონტროლის სამსახურიდან ჩამოვლენ გამომძიებლები და თუ ივანიშვილი ხელს შეუშლის გამოძიებას, ვიხილავთ ჰააგის ტრიბუნალზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის

ჯგუფი „ფარის“ ერთ-ერთი წევრის გიორგი თავდგირიძის განცხადებით, გამოძიება ადგენს, გამოიყენეს თუ არა ქიმიური იარაღი, რასაც ხელს ვერავინ შეუშლის.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ხელისუფლების ქმედებები აძლიერებს ეჭვს, რომ აქციის დასაშლელად შესაძლოა გამოყენებულიყო ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ხანგრძლივი და ძლიერი ზემოქმედება აქვს.

თავდგირიძის თქმით, სიმპტომები და გარემოებები მიანიშნებს მძიმე ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე:

„ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომიტინგეები დაიშლებიან, დიდხანს ვერ გაძლებენო. იმისათვის, რომ დაშალონ, საჭიროა არა მსუბუქი საშუალებების გამოყენება, არამედ მძიმე ქიმიური შენაერთის პოვნა, რომელსაც ხანგრძლივი ზემოქმედება აქვს. ჩამოვლენ გამომძიებლები ქიმიური იარაღის კონტროლის სამსახურიდან. თუკი ბიძინა ივანიშვილი ამ გამოძიებას ხელს შეუშლის, მას ვიხილავთ ჰააგის ტრიბუნალზე ბორკილებით კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. თავდაყირა რომც დადგეს, ამ გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის. გამოძიებას აქვს ეტაპები, ცოტა დროში გაწელილი. ახლა ხდება პირველადი შესწავლა.

შეიძლება „კამიტი“ არ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, სიმპტომები არსებობს. ორი თემაა: ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩებოდა ქიმიური ნაერთი იმ არეალზე, სადაც გამოიყენეს,რაც ნიშნავს იმას, რომ მდგრადი აირია გამოყენებული. მეორე საკითხი არის ის, რომ როდესაც ადამიანები გამოდიოდნენ იმ ტერიტორიიდან და ცდილობდნენ მოსულიერებულიყვნენ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში 2-3 დღის განმავლობაში იყო ზემოქმედებაში. ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული“, - განაცხადა თავდგირიძემ.

თავდგირიძის თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკისრებათ.

„შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა საერთოდ არ მაინტერესებს, საუბარია ივანიშვილი-კობახიძის ტანდემის ბრალდებაზე. მათ ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული. გომელაური იქნება თუ კონკრეტული პოლიციელი ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ხურდა ფული დიდ დანაშაულთან“,- განაცხადა თავდგირიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება