მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო-ს გენერალურ მდივანთან რეგულარულად გვაქვს დიალოგი - განვიხილეთ ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ჩვენ რეგულარულად გვაქვს დიალოგი და შეხვედრები. საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა. ეს არის ის ფორმატი, სადაც საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ეუთო-ს როლი აღნიშნულ პროცესებში.

„ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს წუხილს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეუთო ჩართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. შეხვედრისას განვიხილეთ ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე ეუთო-ს როლი ამ პროცესში, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა