ივანე ჩხაიძე - გრიპის ვირუსთან მიმართებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებია რისკის ჯგუფი - მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას, იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებებით

იაშვილის კლინიკაში მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას - 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადებით, მათგან 8 ბავშვთან დადგენილია ფილტვების ანთება,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ განაცხადა, H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს, დამახასიათებელია ხველა, რომელიც 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობისაა.

„არანაირი განსხვავება არ აქვს პაციენტისთვის გრიპის უკან დგას „ღორის გრიპი“, თუ ე.წ. ჰონგ-კონგის. ორივე A ტიპის გრიპის ვირუსს მიეკუთვნება. მათ შორის განსხვავება არ გახლავთ არც დაავადების სიმძიმის მიხედვით და არც გართულებების გამოწვევის ალბათობის მიხედვით.

გრიპის ვირუსთან მიმართებით არსებობს რისკის ჯგუფები. 5 წლამდე ასაკის ბავშვები სწორედ რისკის ჯგუფში შედიან. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მომართვა როგორც ამბულატორიულ რგოლში, ისე სტაციონარულში, ძირითადად განპირობებული იქნება 5 წლამდე ასაკის ბავშვების ავადობით.

როდესაც მომართვაზე ვსაუბრობთ, სტაციონარულ რგოლში, ძირითადი მიზეზი არის გრიპისთვის დამახასიათებელი ისეთი გართულება, როგორიც არის ფილტვების ანთება. ჩვენს კლინიკაში მომატებულია მომართვა ოქტომბერთან შედარებით. ამ მომართვის უკან დგას ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა. დილის მონაცემებით, 32 ბავშვია, რომელიც მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადების დიაგნოზით, მათ შორის 8 ბავშვთან დადგენილია ფილტვების ანთება. ეს გულისხმობს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობს, უფრო ინტენსიური მკურნალობის საჭიროებას.

ერთი, რაც H3N2 ტიპის ვირუსს ახასიათებს, არის ის, რომ გადატანის, მწვავე პერიოდის გადატანის შემდეგ შესაძლოა გახანგრძლივდეს ხველა. 3 კვირაზე მეტი გახანგრძლივება H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს უფრო მეტად არის დამახასიათებელი, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსის შემთხვევაში“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის