ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრები გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საინფორმაციო შეხვედრები სპეციალიზებული პროკურორების მონაწილეობით, საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ხაშურსა და ქობულეთში მანდატურებთან, სოციალურ მუშაკებთან და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან გაიმართა.

„შეხვედრების ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა პროკურორებს გაუზიარეს არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, დასვეს შეკითხვები მსხვერპლთა უფლებების დაცვის საკითხებზე, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

16-დღიანი გლობალური კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახური დანაშაულების პრევენციაა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის