კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი ფორმალურადაც და არაფორმალურადაც დასანქცირებულია - მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეტევები ხორციელდება

ბიძინა ივანიშვილი ფორმალურადაც და არაფორმალურადაც დასანქცირებულია,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მოთხოვნას, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, ივანიშვილისა და მისი ოჯახის შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს.

„ბიძინა ივანიშვილი ფორმალურადაც და არაფორმალურადაც დასანქცირებულია. ის შეტევები, რაც ამ ადამიანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ხორციელდება, ყველამ კარგად იცის. დღემდე მიმდინარეობს მისი შანტაჟი. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას. 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც „გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსვლას და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები