ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორებმა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს გენერალურ პროკურატურაში უმასპინძლეს და მათთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სპეციალიზებულმა პროკურორებმა განიხილეს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პრაქტიკული ასპექტები. ასევე, პროკურორებმა ისაუბრეს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების მნიშვნელობაზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ფუნქციებზე სამართალწარმოების პროცესში.

„შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ასევე, პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

16-დღიანი გლობალური კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახური დანაშაულების პრევენციაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას. სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები სკოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო