შალვა პაპუაშვილი - ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სა და „ლელოსთვის“, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ‘“ლელო-ძლიერ საქართველოს“ და ALDE-ს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ არ გახდნენ „ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია“.

„ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სთვის და "ლელოსთვის", რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია“, - წერს პაპუაშვილი "ფეისბუქზე".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ ალეკო ელისაშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ „ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“.

პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" და განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით “ძლიერ საქართველო-ლელოს” ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით.

კოალიციამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის „ლელოს“ წევრი, ის წამოადგენს პარტია „მოქალაქეებს“, რომელიც ასევე, არ არის „ალდეს“ წევრი პარტია.

რაც შეეხება კოალიციას, "ძლიერი საქართველო-ლელო" განმარტავს, რომ ის შეიქმნა წინასაარჩევნოდ და კოალიციურ პარტნიორობას “ძლიერი საქართველო-ლელო” და პარტია “მოქალაქეები” დღემდე აგრძელებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე