სალომე სამადაშვილი - „ლელოს“ აკრძალვაზე მოთხოვნა უკვე შესულია, არანაირი ფორმალური საფუძველი არ სჭირდება ამ რეჟიმს, რომ პროევროპული პოლიტიკური ძალების გასანადგურებლად იბრძოლოს - ვუშვებ იმასაც, რომ დამატებით ელისაშვილის საკითხიც გამოიყენონ

არ გამიკვირდება ამ ხელისუფლებისგან არანაირი განაცხადი, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციის განადგურებას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, მოსალოდნელია თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ ალეკო ელისაშვილის საქმეს გამოიყენებს „ლელოს“, როგორც პარტიის ლიკვიდაციისთვის.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რუსეთისგან დავალება აქვს მიღებული, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში განადგურდეს ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტორი.

„არანაირი ელისაშვილის მიერ ჩადენილი თეორიული დანაშაული არ არსებობდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ „ლელო“ შეიტანა ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი უკვე შესულია სასამართლოში და შესულია მოთხოვნა „ლელოს“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამიტომ არანაირი ფორმალური საფუძველი არ სჭირდება ამ რეჟიმს იმისთვის, რომ ქართული დემოკრატიული, პროევროპული პოლიტიკური ძალების გასანადგურებლად იბრძოლოს. დავალება აქვთ რუსეთიდან მიღებული, რომ უახლოეს მომავალში განადგურდეს ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტორი, რომელიც დღეს კიდევ იცავს საქართველოს ინტერესებს. ვუშვებ იმას, რომ დამატებით შეიძლება გამოიყენონ ეს საკითხი.

როდესაც ხარ იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება გამოიყენოს უცნობი ქიმიური ნივთიერება, მოგწამლოს, მერე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთოს გამოყენებული იქნა თუ არა ეს ნივთიერებები. ქვეყანაში, სადაც კრიმინალურ პასუხისმგებლობას აკისრებენ ადამიანებს ქუჩაში დემონსტრაციისთვის, ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გქონდეს. როგორც კი სისტემას დასჭირდება შენი განადგურება, ეს სისტემა გააკეთებს ყველაფერს შენს გასანადგურებლად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება