მარკო რუბიო - ევროკომისიის მიერ X-ის დაჯარიმება ამერიკელ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს

ევროკომისიის მიერ X-ის დაჯარიმება ამერიკელ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკომისიის 140 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა არა მხოლოდ X-ზე, არამედ უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ ყველა ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე თავდასხმაა. ონლაინ სივრცეში ამერიკელების ცენზურის დღეები დასრულებულია“, - წერს მარკო რუბიო X-ზე.

შეგახსენებთ, პარასკევს ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X, ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულა და 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესა.

ევროკომისიის განცხადებით, ჯარიმა სოციალური პლატფორმის მიერ გამჭვირვალობის ნაკლებობას უკავშირდება, კერძოდ რეკლამებთან და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი