ანდრეი სიბიგა - რუსეთი სამშვიდობო მცდელობებს უგულებელყოფს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას აგრძელებს - გაყინული რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ახლა საჩქაროა ისე, როგორც არასდროს

რუსეთი სამშვიდობო მცდელობებს უგულებელყოფს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას აგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეოსაქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

„ღამით რუსეთმა ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ეს იმას ადასტურებს, რომ უკრაინის გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის მიზნით გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა გადაიდოს. განსაკუთრებით კი, სამშვიდობო პროცესის საბაბით. თამამი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი, კერძოდ, გაყინული რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ახლა საჩქაროა ისე, როგორც არასდროს“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

შეგახსენებთ, ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური კომბინირებული იერიში განახორციელა. რუსულმა ძალებმა კიევის ოლქში რკინიგზის სადგურსა და საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაშავდა. ასევე, თავდასხმის შემდეგ უკრაინის ექვს ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. კერძოდ, რუსებმა ოდესის, ჩერნიგოვის, კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში