ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონმა დააზიანა.

„მისიამ დაადგინა, რომ დამცავმა კონსტრუქციამ ძირითადი უსაფრთხოების ფუნქციები დაკარგა, თუმცა მონიტორინგის სისტემებს მუდმივი დაზიანება არ მიუღიათ“, - განაცხადა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.

გროსიმ აღნიშნა, რომ „შეკეთების სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ხანგრძლივი ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოვლისმომცველი აღდგენაა საჭირო“.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს, გაერო-მ უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონით დარტყმის შემდეგ მეოთხე რეაქტორის დამცავ კონსტრუქციას ხანძარი გაუჩნდა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დრონი რუსულმა ძალებმა გაუშვეს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი