The Guardian - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვიზების გაცემას შეზღუდავს იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე არიან პასუხისმგებელი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვიზების გაცემას შეზღუდავს იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეების სიტყვით თავისუფლების შეზღუდვაზე არიან პასუხისმგებელი, - ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ე.წ. „ფაქტჩექერებს“ და იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც „აშშ-ში დაცული გამოხატვის უფლების ცენზურაზე არიან პასუხისმგებელი ან ცენზურის დაწესების მცდელობაში მონაწილეობენ“.

Reuters-ის ცნობით, თავდაპირველად გადაწყვეტილება H-1B სამუშაო ვიზებზე, კერძოდ ტექნოლოგიურ სფეროებში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება, თუმცა სხვა სავიზო განაცხადებზეც გავრცელდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსულოების თანამშრომლებს ავალებს, რომ H-1B ვიზებზე განმცხადებლების დასაქმების ისტორია საფუძვლიანად შეისწავლონ.

„სრულყოფილად უნდა შეისწავლოთ და დაადგინოთ მუშაობდნენ თუ არა ისინი ისეთ სფეროებში როგორიც დეზინფორმაცია, კონტენტის მოდერაცია, ფაქტების შემოწმება და ონლაინ უსაფრთხოებაა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში