ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა 650-ზე მეტი დრონი და 51 რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო - აუცილებელია დამატებითი ზეწოლა, სანქციებთან ერთად თავდაცვის სისტემამაც უნდა იმუშაოს

რუსეთმა 650-ზე მეტი დრონი და 51 რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ღამით რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა. ფასტივში დრონით დარტყმის შედეგად რკინიგზის სადგური დაიწვა. სამხედრო თვალსაზრისით დარტყმა აზრს მოკლებული იყო. ასევე, დარტყმები იყო კიევის ოლქში მდებარე სამრეწველო და საცხოვრებელ ობიექტებზე“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „რუსეთის მიზანს მილიონობით უკრაინელისთვის ტანჯვის მიყენება წარმოადგენს“.

„სწორედ ამიტომ, აუცილებელია დამატებითი ზეწოლა. სანქციებთან ერთად ჩვენმა თავდაცვის სისტემამაც უნდა იმუშაოს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი