არჩილ გორდულაძე - გამოდის, რომ „ბიბისი“ ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში, რაც აბსოლუტური ნონსენსია

როდესაც უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ პირდაპირ დავალებით და მართვით, "ბიბისი" ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია იყოს დაზიანებული, რა თქმა უნდა, ქართულ სპეცსამსახურებს უნდა ჩაეტარებინათ გამოძიება და შედეგიც ვნახეთ. შედეგი არის ის, რაც ცნობილი იყო ისედაც საზოგადოებისთვის და საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არც კი დაუჯერებია, რომ 1930 წლის შემდეგ აკრძალული ნივთიერება საქართველოში მოხვდებოდა , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ში მიმდინარე გამოძიებამ გამოავლინა, რომ შსს-ს ისეთი ნივთიერება აქვს შეძენილი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება საჭიროების დროს, რაც საქართველოს ისრაელმა მოაწოდა.

გორდულაძის განცხადებით, გამოდის, რომ "ბიბისი" ისრაელს სდებს ბრალს აკრძალული ნივთიერების მიყიდვაში.

"მნიშვნელოვანი ფაქტია, ისევ და ისევ ამ გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შსს-ს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც არსებობს სპეციალური საჭიროება, ძალადობრივი აქციების და მასების მართვის შემთხვევაში და ეს ნივთიერება მოწოდებული იყო ისრაელის მხრიდან. ახლა გამოდის, რომ ბიბისი თურმე ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში, რაც არის აბსოლუტური ნონსენსი, აბსოლუტური ტყუილი. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სპეცსამსახურებს და უცხოურ ძალებს ჰქონდათ სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოეწვიათ არეულობა, ხალხის ლეგიტიმური აღშფოთება, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზრდებოდა არეულობაში და აგენტურა მოვიდოდა ხელისუფლებაში. კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, გარედან დაფინანსებული პირები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ - ზუსტად იგივე, რაც იყო რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მოწამვლასთან დაკავშირებით, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს, მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ეჭამა, ჭამა და კარგად გახდა, შესაბამისად, ის არის პენიტენციურ დაწესებულებაში." - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა