ლევან მაჭავარიანი „ფარას“ დოკუმენტზე - არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები - ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტული ლობისტური კომპანიიდან

არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტული ლობისტური კომპანიიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, როდესაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ არაერთხელ უნახავთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.

„ჩვენ არაერთხელ გვინახავს „ფარას“ დოკუმენტის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ როდესაც ევროპარლამენტმა, უკვე მგონი რიგით მე-7 რეზოლუცია მიიღო, ჩვენი მოქალაქეები უკვე ყურადღებას არ აქცევენ. ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტულად იმ ლობისტური კომპანიიდან, ვისთანაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ეს ყველაფერი „ფარათი“ დასტურდება“ , - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი