დევიზით - “რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება" საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

“რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება" - ამ სლოგანით, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები, რომლებიც თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით პარლამენტთან მიემართებიან. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული წყლის ჭავლში, რითაც პოლიციამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქცია დაშალა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ ენდობიან ადგილობრივ გამოძიებას და სინამდვილის გასარკვევად, საერთაშორისო გამოძიებას ამ მოტივით ითხოვენ.

მათ უჭირქვთ ბანერები წარწერებით:

“გაზით დახუთული სიჩუმე”, “ჰაერი ჩაგვიხშეთ, მაგრამ სიმართლეს ვერ ჩაახშობთ”, “მშვიდობიანი პროტესტის დარბევა ქიმიური იარაღით უპატიებელი დანაშაულია”.

მსვლელობის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

“ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრის, ვატო სურგულაძის თქმით, უნდობლობა გააჩნია მომდინარე გამოძიების მიმართ.

“ეჭვები გააჩინა იმან, თუ რომელი მომწამლავი ნივთიერება იყო გამოყენებული.

ანეკდოტურია, როცა გვეუბნებიან, რომ ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არისო. რა შუაშია ქიმიკოსი, შეფუთვას აწერია, რა ნივთიერებას შეიცავს”, განაცხადა ვატო სურგულაძემ.

პოლიტიკოს ანა დოლიძის თქმით, “ქართულ ოცნებასაც” ჰაერივით სჭირდება დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება.

“თუ ისინი ამბობენ, რომ აქ, მძიმე არაფერი გამოუყენებიათ, მაშინ თვითონ შეუძლიათ მოიწვიონ მსოფლიო ქიმიური ორგანიზაცია,ამას აკეთებს ყველა დემოკრატიული ქვეყანა, გაუღონ კარები და ყველაფერი აჩვენონ. ეს, მათივე ინტერესშია, პირველ რიგში, მაგრამ პირიქით, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომ დავინახოთ მათი დამნაშავეობა”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

“ამ ხელისუფლების მიერ შეთითხნილი გამოძიება და დოკუმენტების შესწავლა არ არის სანდო”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თათია მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

სუს-ის ინფორმაციით, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - ,,კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა