პროკურატურა - ბრალდება წარედგინა სამ პირს, რომელთაც საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მალულად განკარგეს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის" საბაჟო რეზერვუარებში შენახული, 15 000 000 ლარზე მეტი ღირებულების 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის" ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და საბაჟო კონტროლისგან მალულად განკარგეს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის" საბაჟო რეზერვუარებში შენახული, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, 15 000 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების, 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რამაც სახელმწიფოსათვის 3 000 000 ლარამდე ოდენობის ზიანი გამოიწვია.

„ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით წარედგინათ (საბაჟო წესების დარღვევა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში