ირაკლი კობახიძე - ბატონი შერგელაშვილი ფიგურირებს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის" ე.წ გამოძიება,  ამით ყველაფერი ნათქვამია - ძალიან ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში

ბატონი შერგელაშვილი ფიგურირებს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის" ე.წ გამოძიება, ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან ამ სპეცოპერაციის ფიგურანტები.

კობახიძე აცხადებს, რომ დღეს ევროპულ მედიაში „ძალიან ტრაგიკული“ მდგომარეობაა.

„ერთ-ერთი არის ბატონი შერგელაშვილი, რომელიც სხვა სისხლის სამართლებრივ საქმეშიც ფიგურირებს და კონკრეტულად ეს არის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმე, 4 ოქტომბრის საქმე. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის" ე.წ გამოძიება, როდესაც ეყრდნობა ცნობილ მამა-შვილს და ა.შ, აღარ მინდა გავაგრძელო, როდესაც ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში და „ბიბისიში" შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობა ამის კიდევ ერთ მორიგი დასტურია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი