ირაკლი კობახიძე  BBC-ის რეპორტაჟზე - იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა - ვერავითარი ფასი ვერ ექნება

იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც BBC-ის რეპორტაჟის შემდეგ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მსგავს ჟურნალისტურ გამოძიებას კი „ვერავითარი ფასი ვერ ექნება“.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა.

„რეალურად, ეს იყო კოორდინირებული სპეცოპერაცია. აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ეს გამოხმაურებები. რა თქმა უნდა, ეს არის კოორდინირებული სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილი, თუმცა 5 დღეში უკვე ყველაფერი გასკდა საპნის ბუშტივით. აქედან გამომდინარე, ეფექტი ამ ყველაფერს ვერ ექნება, იმდენად დღესავით ნათელია ყველაფერი, არის გამოძიების მასალები, არის დოკუმენტაცია, მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით, მიმართვიანობის სტატისტიკა.

9 აპრილის შემდეგ, როდესაც გამოყენებულ იქნა აკრძალული ნივთიერებები, სავსე იყო საავადმყოფოები და პოლიკლინიკები მოწამლული ადამიანებით და მკურნალობას სჭირდებოდა, ხშირად, თვეზე მეტი. ეს იყო რეალური ვითარება. აქ, მიმართვიანობაც კი არ არსებობს. ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე ფასი ჰქონდეს ამ ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებას. ვერავითარი ფასი ვერ ექნება. იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან. რეალურად, ეს სპეცოპერაცია, საბოლოო ჯამში, ვერ შედგა. ზუსტად ისევე ჩაიშალა ეს სპეცოპერაცია, როგორც თავის დროზე ჩაიშალა სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის სპეცოპერაცია. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს საერთოდ არაფრიდან. 27 ელჩის დემარში იუსტიციის მინისტრთან, ესეც გახსოვთ. ამაზე იაფფასიანი იყო ის სპეცოპერაცია, რომელიც ვიხილეთ BBC-ის და შემდეგ ადგილობრივი სუბიექტების და ზოგიერთი საერთაშორისო სუბიექტის შესრულებით. სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი. ეს არის სწორედ გამოხატული იმ პროცესებში, რომლებიც გაგრძელდა ამ დღეების განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა