აქციის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ

აქცია-მსვლელობა სლოგანით - “რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება” მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან დაბრუნდა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული წყლის ჭავლში, რითაც პოლიციამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქცია დაშალა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ ენდობიან ადგილობრივ გამოძიებას და სინამდვილის გასარკვევად, საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “რუსებო,რუსებო” ; “ტერორისტები უნდა წავიდნენ”.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

სუს-ის ინფორმაციით, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - ,,კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში