კიტ კელოგი - უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ძალიან ახლოსაა და ორ საკითხზეა დამოკიდებული

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა ძალიან ახლოსაა და ახლა ეს ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული: უკრაინის დონბასის რეგიონის მომავალი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

კელოგმა, რომელიც იანვარში თანამდებობას დატოვებს, განაცხადა, კონფლიქტის მოგვარების მცდელობები „ბოლო 10 მეტრშია“, რაც, მისი თქმით, ყოველთვის ყველაზე რთულია.

კელოგის მტკიცებით, ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხი ტერიტორიას ეხება - პირველ რიგში დონბასის მომავალს და მეორე - უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალს, რომელიც ევროპაში უდიდესია და რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

„თუ ამ ორ საკითხს მოვაგვარებთ, ვფიქრობ, დანარჩენი საქმეები საკმაოდ კარგად მოგვარდება. თითქმის მივედით. ჩვენ ნამდვილად, ძალიან ახლოს ვართ“, - აღნიშნა კელოგმა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაშავების მასშტაბები „საშინელი და უპრეცედენტოა“ რეგიონული ომისთვის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა