მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე - ისეთ ფონს ქმნიან, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებები კიდევ უფრო გაამძაფრონ - ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები

ისეთ ფონს ქმნიან, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებები კიდევ უფრო მეტად გაამძაფრონ - ეს ერთადერთი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე. ეს არის დაკვეთა - ჩვენ უარი ვთქვით და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები, მათ მიერ კონტროლირებადი სხვადასხვა საშუალებებით, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს “მძიმე წონის მიზანმიმართული დეზინფორმაცია”.

“რამდენადაც შენ ძლიერი ხარ, იმდენად მძიმე წონის მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეწევიან. რა თქმა უნდა მძიმე წონად ითვლება BBC-ის ტელევიზიით გაშუქებული ეს დეზინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, როგორი სახე ჰქონდა ამ ყველაფერს, ხომ გახსოვთ როგორი ზეწოლა იყო? თითქმის ყველა საელჩომ, ელჩებმა დემონსტრაციულად პროტესტი გამოუცხადეს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მედია საშუალებით გაშუქდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში, ქართული სახელმწიფო მას აწამებს, ის არის სიკვდილის პირას და მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ უნდა მოვთხოვოთ, რომ გათავისუფლდეს და გაგზავნილი იყოს სხვა ქვეყანაში, რომ უმკურნალონ და გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილი. როგორი შეტევა იყო მაშინ, ყველა მედია საშუალებით შუქდებოდა ეს და როგორი მოთხოვნა იყო და ამათი მოთქმა, რადიკალური ფრთის პირდაპირ ეთერში ტირილი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და ხვალ შეიძლება ვეღარ გადარჩეს და რამე უნდა ვიღონოთ. ეს ერთი და იგივე თემაა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა