ალექსანდრე დარახველიძე - ლაშა შერგელაშვილი ავრცელებს არაერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას - სუს-მა დაადასტურა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიყალბე და სიცრუე

ლაშა შერგელაშვილი ავრცელებს არაერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას - სუს-მა დაადასტურა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიყალბე და სიცრუე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, როდესაც გდდ-ს ყოფილი თანამშრომლის, ლაშა შერგელაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას, პოლიცია იყენებს "პოლიციის შესახებ კანონში" განსაზღვრულ სპეციალურ საშუალებებს.

"გამოძიებას ლაშა შერგელაშვილის მიმართ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვს. ამაზეც იყო საუბარი სუს-ის ბრიფინგის დროს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს - როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, თავდასხმას სახელმწიფო უწყებებზე და პოლიციაზე, პოლიცია იყენებს "პოლიციის შესახებ კანონში" განსაზღვრულ სპეციალურ საშუალებებს. კონკრეტულ ნივთიერებაზე გაკეთდა განცხადება სუს-ის მხრიდან. ყველა იმ საკითხზე, რაც ჰქონდა დასმული კითხვა, იქნა გაცემული პასუხი," - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ნივთიერება „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. როგორც მაღრაძე აღნიშნავს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უწყებამ მათთვის საინტერესო პირებიდან მხოლოდ ერთის გდდ-ს ყოფილი თანამშრომლის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა ვერ შეძლო, მასზე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნაა გამოცხადებული.

„გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.

საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს", -აცხადებენ სუს-ში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს