ტატა ხვედელიანი ალექსანდრე დარახველიძეს - არაფერი დარჩა იმ პოლიციისგან, რომელიც იყო საზოგადოებაზე ორიენტირებული - თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს ყოველთვის გახსოვდეთ!

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.

მან კომიტეტზე მისულ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს მიმართა და გასული წელს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციები შეახსენა, სადაც ხვედელიანის თქმით, „აქციის მონაწილეებზე იძალადეს“.

ხვედელიანის გამოსვლას, სხვა დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდეს.

„კომენტარის სახით ვიტყვი, რომ იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც ადამიანები გამოვიდნენ და აპროტესტებდნენ თქვენი მთავრობის შეცვლილ კურსს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო მშვიდობიანი აქცია, ისინი აპროტესტებდნენ მშვიდობიანად და თქვენმა თანამშრომლებმა, ჩემდა სამწუხაროდ, იძალადეს ამ ადამიანებზე. 500- მდე ადამიანი არის დაზარალებული ამ პროცესში, რომელზეც თქვენს უწყებას არ დაუწყია არანაირი მოკვლევა, არც გამოძიება, მაშინ, როცა ვხედავთ ყოველდღიურად პირბადეებისა და ტროტუარებზე დგომისთვის როგორ აკავებთ ადამიანებს. ამისთვის თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს გახსოვდეთ ყოველთვის. ჩემდა სამწუხაროდ, არაფერი დარჩა იმ პოლიციისგან, რომელიც იყო საზოგადოებაზე ორიენტირებული. ახლაც ვერ გაგვირკვევია, რით დაგვწამლეს ერთი წლის წინ“,- აღნიშნა ხვედელიანმა.

ხვედელიანის პასუხად, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ საკომიტეტო განხილვებისას დეპუტატმა გამოსვლა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად არ უნდა გამოიყენოს.

„პოლიტიკური განცხადებების დრო არის ხვალ, სამშაბათს და შეგიძლიათ განაცხადოთ რამდენიც გინდათ. პოლიტიკური განცხადებები რა შუაშია? ხვალ გააკეთეთ რამდენი განცხადებაც გინდათ იმდენი“, - მიმართა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ტატა ხვედელიანს.

ამასთან, ხვედელიანს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა დეპუტატმა გრეტა წიწავამაც.

„რეგლამენტი თუ არ იცით, სხვანაირად მიჰყევით [...] 150 პოლიციელზეც ისაუბრეთ, რომელიც დაზარალდა, დაშავებულები რომ არიან და მხედველობა რომ დაკარგეს“, - განაცხადა წიწავამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე