ევროკავშირის შვიდი ლიდერი ბლოკს უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გამოყოფის წინადადებაზე სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის შვიდი წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა ევროკავშირს მოუწოდეს, სწრაფად დაამუშაოს წინადადება, რომელიც უკრაინის დაფინანსების მიზნით რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„უკრაინის მხარდაჭერა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში არა მხოლოდ მორალური ვალდებულებაა - ეს ჩვენს საკუთარ ინტერესებშიც შედის“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერებმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ უნდა დაჩქარდეს კომისიის წინადადებების განხილვა, რომლებიც რუსეთის გაყინული აქტივების ხარჯზე უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გამოყოფას ეხება.

„სწრაფად უნდა შევუწყოთ ხელი კომისიის წინადადებების განხილვას, რომლებიც რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან ნაღდი ფულის ნაშთის უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გამოსაყოფად გამოყენებას ეხება“, - აღნიშნულია წერილში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა