სალომე ზურაბიშვილი - ახლახან წარდგენილი კანონი დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს - მთავარი სამიზნე ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებია

ახლახან წარდგენილი კანონი დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტის წარდგენას.

„ყველა საპროტესტო აქციას წინასწარ ნებართვა დასჭირდება, თუ მისი გამართვა „ხალხით სავსე საზოგადოებრივ ადგილებში“, ანუ თბილისის ყველა ცენტრალურ ლოკაციაზე იქნება დაგეგმილი. მთავარი სამიზნე ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარედგინა, რომლის მიხედვით, დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა