თაზო დათუნაშვილი - შალვა პაპუაშვილი პროპაგანდის რუპორია, რომელიც ჩვენი პარტიის დისკრედიტაციას ცდილობს და სავარაუდოდ, სამართლებრივ დევნას

ალეკო ელისაშვილი არ არის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ის პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარეა, რომელთანაც ჩვენ წინასაარჩევნოდ კოალიციური პარტნიორობა გვქონდა - შალვა პაპუაშვილს არ ესმის თავისი თანამდებობა, გაუთავებლად იტყუება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შალვა პაპუაშვილი ყველანაირი ადამიანური და პროფესიული მორალისგან დაცლილია, რადგან ის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

„მას უნდა ესმოდეს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ბრალი არის წარდგენილი, მაგრამ ის არ ეთანხმება ამ ბრალს, რომ მან ტერორისტული აქტი ჩაიდინა. შალვა პაპუაშვილი უმაღლესი თანამდებების პირია, ბედის ირონია და ამ ქვეყნის ტრაგედიაა, მაგრამ დღეს ის პარლამენტის თავმჯდომარედ ითვლება. როდესაც ის მსგავს განცხადებებს აკეთებს, მაშინ როდესაც ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ეს ყველაზე უხეში და საშინელი დარღვევაა ადამიანის ფუნდამენტური უფლების - უდანაშაულობის პრეზუმფციის. მისი [შალვა პაპუაშვილის] მორალური სტანდარტებით ჩვენ არ ვცხოვრობთ.

ალეკო ელისაშვილი არ არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ის პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარეა, რომელთანაც ჩვენ წინასაარჩევნოდ კოალიციური პარტნიორობა გვქონდა. საქართველოში არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ფორმა, რომელიც კოალიციებს იურიდიულ სტატუსს ანიჭებს. „ქართულმა ოცნებამ“ კანონიდან ამოიღო პოლიტიკურ პარტიებს შორის ბლოკის ცნება, ამიტომ არანაირი სამართლებრივი კავშირი „მოქალაქეებსა“ და „ლელო-ძლიერ საქართველოს“ შორის არ არსებობს. შალვა პაპუაშვილის მორალით არ ვცხოვრობ და აქამდე არ დავეცემი არასდროს.

მას [შალვა პაპუაშვილს] არ ესმის თავისი თანამდებობა, გაუთავებლად იტყუება, ამიტომ ვეძახით მათ არალეგიტიმურებს, რადგან ბაცანა ბავშვებივით იქცევიან. ასეთი ოროსნის დამოკიდებულება თავისი საქმის მიმართ არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ თვითონაც იცის, რომ არც ლეგიტიმურია და არც რაიმეს წარმოადგენს პოლიტიკურად. თავისი მორალი თავისთვის და თავისი ჯოგისთვის შეინახოს, რომელსაც მწყემსავს. ჩვენ, ჩვენი მორალური სტანდარტებით ვიბრძვით“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილი „პროპაგანდის რუპორია“.

შალვა პაპუაშვილი პროპაგანდის რუპორია, რომელიც ჩვენი პარტიის დისკრედიტაციას ცდილობს და სავარაუდოდ სამართლებრივ დევნას. რამდენიმე ჭკუასუსტს წამოსცდა, რომ ეს ჩვენი პარტიის აკრძალვის საქმეში უნდათ, რომ გამოიყენონ. ძირშივე უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ამ დროს ის სხვა სახელისუფლებო შტოს ხელმძღვანელია, ასეთ განცხადებას როდესაც აკეთებს, ზეწოლას ახდენს სასამართლო პროცესებზე. ის იტყუება, რადგან უტიფარი და უმორალო ადამიანია“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა დანაშაული აღიარა და მისი პოლიტიკური მოტივი დაადასტურა, „მაგრამ ასეთ ვითარებაში ტერორისტისგან გამიჯვნა არც მოწოდებას უნდა საჭიროებდეს და არც დამატებით ახსნას“.

„უკვე ათი დღეა, რაც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული. მან თავად აღიარა დანაშაული და დაადასტურა მისი პოლიტიკური მოტივი. ასეთ ვითარებაში ტერორისტისგან გამიჯვნა არც მოწოდებას უნდა საჭიროებდეს და არც დამატებით ახსნას.

ამ ფონზე, პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი - ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე