ირაკლი ზარქუა - ALDE, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, რომლებიც იყვნენ  ALDE-ს წევრები, მათ წაახალისეს, შეუქმნეს განცდა, განწყობა და შემართება, რომ ეს ჩაედინა ალეკო ელისაშვილს

ALDE, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, რომლებიც იყვნენ მათ შორის ALDE-ს წევრები, მათ წაახალისეს, მათ შეუქმნეს განცდა, განწყობა და შემართება, რომ ეს ჩაედინა ალეკო ელისაშვილს, - ასე ეხმიანება დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტს ალეკო ელისაშვილზე.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე სხვა ქმედებებიც, მათ შორის პარლამენტის შენობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, სწორედ უცხოელი აქტორების მიერაა წახალისებული.

„არა მხოლოდ მას, დანარჩენებსაც, ის ახალგაზრდები, ცეცხლს რომ უკიდებდნენ პარლამენტის შენობას, თქვენ გგონიათ თავისით მოაფიქრდათ? - არა, არ მოაფიქრდათ. წახალისებული იყო. ადგილობრივი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენ ვისმენთ, მათ შორის ამერიკელი მაღალჩინოსნისგან, თუ როგორ მოქმედებდნენ. მთელი ამ წლების განმავლობაში ამერიკელები, მათ შორის ბრიტანელები, ვაფინანსებდით „ენჯეოშნიკებსო“, შემდეგ ქირაობდნენ ახალგაზრდებს, შემდეგ ჩვენ მათი ხელით გადატრიალებებს ვაწყობდითო. იმას რაც გვინდოდა ექსპერიმენტს ვაკეთებდითო. იგივე სცენარი იყო საქართველოშიც, უკრაინა, ხომ ნახეთ ბოლომდე დაღუპეს, 2014 წლიდან ჩვენი მარიონეტი იყოო ამბობდნენ ბატონ ზელენსკიზე. ჩვენ ვამბობდით, ის დასაჭერია და უკრაინელი ხალხი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, როცა მიეცემა ამის შესაძლებლობა, თუ რა გაუკეთა მის ქვეყანას. მაგრამ ეს სხვა თემაა, ჩვენ აქ ჩვენი გიჟები რომ იყვნენ წახალისებულნი, ადგილობრივი, ეს ჩაადენინეს, რომელიმე გაემიჯნა? მათ შორის რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი აქ რომ მიტინგებს გვიწყობდნენ, გამოვიდნენ და თქვეს რამე? როცა ცეცხლი წაუკიდეს, ღობე შეუმტვრიეს 4 ოქტომბერს, ვინმე გაემიჯნა? - არა, ვერ გაემიჯნებიან, იმიტომ რომ მათ მიერ იყო წახალისებული ეს ე.წ. რევოლუციური სცენარი. ბუნებრივია, არც ველოდებით, უბრალოდ კიდევ ერთი მცდელობა გვაქვს, რომ ნიღაბი ჩამოვხსნათ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე