ალეკო ელისაშვილი - არც „ლელოს“ წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტეს არც „ალდეს“, საიდან უნდა გამრიცხონ? - თავად „ოცნებას“ მოვუწოდებ, გაემიჯნოს ადამიანის უფლებების დამრღვევ პარლამენტის თავმჯდომარეს

„ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, გაემიჯნოს პარლამენტის უვიც, უცოდინარ და ადამიანის უფლებების დამრღვევ თავმჯდომარეს, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ელისაშვილი წერს, პროტესტის ფორმის შესარჩევად და გამოსახატად, მას არასდროს არავის დავალება არ შეუსრულებია.

„პაპუაშვილს სასამართლოზე ადრე უმსჯელია და გამოუტანია ჩემთვის უკვე განაჩენი. ასეთ განცხადებებს რომ ავრცელებ ადამიანი ან უვიცი ხარ, ან მავნებელი.

ამხელა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვარო რომ იძახი, ადამიანის უფლებებს რომ არ აღიარებ გასაგებია, მაგრამ არც კანონს იცავ, არც უდანაშაულობის პრეზუმფციას.

როგორც ჩანს ძალზედ შეშინებულია და ბოლო დროს მხოლოდ ჩემზე ფიქრობს. არ იდარდოს, საქართველოში ყველაზე მკაცრ ციხეში ვარ გამოკეტილი, ვერაფერს დავუშავებ. შეუძლია თავად მოვიდეს, ნახოს. აქაურობასაც შეძლებისდაგვარად დავათვალიერებინებ და იქნებ ადამიანის უფლებებიც უკეთ განვუმარტო.

ძალიან მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროტესტის ფორმის გამოსახატად და ასარჩევად არც არასდროს არავის დავალებები მიმიღია და შემისრულებია და არც მომავალში ვაპირებ. ასე მიცხოვრია მთელი ცხოვრების მანძილზე და ასეც გავაგრძელებ. თავიანთ თავებში ვეშლები.

ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან "ოცნებაშიც", ამაზე არიან გამწარებულები, აიჩხლართნენ, ხან რომელი ერთობიდან ითხოვენ ჩემს გარიცხვას და ხან რომლიდან. არც "ლელოს" წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტეს არც "ალდეს", საიდან უნდა გამრიცხონ?

თავად "ოცნებას" კი მოვუწოდებ, გაემიჯნოს პარლამენტის უვიც, უცოდინარ და ადამიანის უფლებების დამრღვევ თავმჯდომარეს”, - წერია ელისაშვილის წერილში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს