შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ძალა, გაჩვენებს თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, შენს ინტერესებს არ დააყენებენ

აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიამ მთავარ რამეზე უნდა დააფიქროს ქართული საზოგადოება და დაარწმუნოს, კიდევ ერთხელ, რომ ყველაფერი გამართლდა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და აღმოჩნდა, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო სწორი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ხაზი ეროვნული ინტერესი იყო და არა სხვისი ინტერესების მსახურება და „ზუსტად ამ დოკუმენტმა დაადასტურა ეს ყველაფერი".

„ეროვნული ინტერესი არის განმსაზღვრელი და კარგია, რომ აშშ ამას ღიად ამბობს. ეს სინამდვილეში ასეც იყო ყოველთვის, მაგრამ მოჩვენებითად. ასეთ მიდგომას დღემდე არ შეეშვა ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ძალა, რომ გაჩვენებენ თითქოს შენზე ზრუნავენ, თითქოს შენ მათი სადარდებელი ხარ. ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, შენს ინტერესებს არ დააყენებენ. ამას ვხედავთ ჩვენ დღეს უკრაინის მაგალითზე, როდესაც განსაკუთრებით ევროპამ ეს მხარდაჭერა საქმით ვერ აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ფარისევლურად ამბობენ, რომ უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებენ. როგორც კი აშშ გვერდზე გაიწია და მშვიდობაზე საუბარი დაიწყო, ვნახეთ, რომ ევროპაში გეგმა არ აქვთ. ეს გვაჩვენებს მათ მსგავსებას ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს მდგომარეობაა დღეს ევროპაში: არ უნდათ საკუთარი ფულის გადახდა და უკრაინის აღმშენებლობაში წვლილის შეტანა. არიან აბსოლუტურ ჩიხში და ეძებენ საშუალებას, რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივები გამოიყენონ. ამას თუ იზამენ, ევროპის მიმართ არსებულ საფინანსო ნდობას მთლიანად დაანგრევენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჩვენ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით, ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა მათ".

„როცა ვსაუბრობთ ჩვენ აშშ-ზე, თავისთავად იმ ქვეყანაზე, რომელთანაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა. რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი მოლოდინი გვაქვს, როდესაც ასეთი წვლილი გვაქვს შეტანილი ჩვენს პარტნიორობაში, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება. ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, თავადაც მგონი ბევრი ხედავს, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით არც ერთი მოსაზრება ჩვენ დაპატენტებული არ გვაქვს და, რა თქმა უნდა, როდესაც სხვები აგნებენ იმას რასაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ მივაგენით, ეს მემგონი მათთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ დააფასონ ის, რომ ჩვენ არა ბირთვულმა სახელმწიფომ ამერიკის მსგავსად, არამედ 3 მილიონ ნახევრიანმა საქართველომ დიდი ხნით ადრე ვამხილეთ კიდევაც - იქნება ეს ,,დიფ სთეითი” თუ ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა თუნდაც ევროპის კონტინენტზე და ამის წინააღმდეგ დავდექით კიდეც მყარად. ამიტომ იმედი გვაქვს ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილება და ურთიერთობების დაახლოება მოხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ვმოქმედებთ არავისზე შემყურედ, არც ერთი გეოგრაფიული მიმართულებით, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ვინც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პატივს სცემს და ჩვენს მეგობრობის გაწვდილ ხელს საპასუხოდ გამოუწვდის, ყველასთან, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი ურთიერთობა,” - განაცხადა პაპუაშვილმა „ რუსთავი 2“-ის გადაცემა "ღამის კურიერში"..

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე