ვალერი გერასიმოვი - რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევას ყველა მიმართულებით აგრძელებენ

რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევას ყველა მიმართულებით აგრძელებენ, - ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

ვალერი გერასიმოვის განცხადებით, „კრასნოარმიისკის [პოკროვსკი] გათავისუფლების შემდევ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიზანს დიმიტროვის [მირნოგრადი] გათავისუფლება წარმოადგენს“.

„51-ე არმიის დაჯგუფებების მთავარი მიზანი დიმიტროვის [მირნოგრადი] რაიონში ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურებაა. დღევანდელი მდგომარეობით, ქალაქის სამხრეთი ნაწილი გათავისუფლებულია და ჩვენი სრული კონტროლის ქვეშაა. ეს ქალაქში არსებული შენობების საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტს წარმოადგენს“, - განაცხადა გერასიმოვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა