ჩინეთის საგარეო მინისტრი - იაპონია სამხედრო თვალსაზრისით გვემუქრება

იაპონია ჩინეთს სამხედრო თვალსაზრისით ემუქრება, რაც სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ გერმანელ კოლეგას, იოჰან ვადეფულს განუცხადა.

მისი მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის იუბილეა, იაპონიამ, როგორც დამარცხებულმა ქვეყანამ, უფრო მეტი სიფრთხილით უნდა იმოქმედოს.

„მაგრამ ახლა მისი ამჟამინდელი ლიდერი ცდილობს ჩინეთისთვის პრობლემებისა და სამხედრო საფრთხის შესაქმნელად ტაივანის საკითხის გამოყენებას, იმ ტერიტორიის, რომლის კოლონიზაციაც იაპონიამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოახდინა და ჩინელი ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ვანმა.

შეგახსენებთ, ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაიძაბა მას შემდეგ, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ იაპონიამ, შესაძლოა, ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის ნებისმიერ სამხედრო ქმედებას უპასუხოს, თუ ეს ასევე საფრთხეს შეუქმნის იაპონიის უსაფრთხოებას. იპონიამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ჩინეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა რადარი იაპონიის სამხედრო თვითმფრინავებისკენ მიმართეს. იაპონიამ ეს ნაბიჯი საშიშ ქმედებად შეაფასა და დაგმო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის