ზვიად გაბისონია - სტუდენტების კვოტირებას და საგანმანათლებლო პროგრამებს მთავრობა განსაზღვრავს - კვოტირება დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს, კონკრეტული მიმართულებები კი მთავრობის მიერ იმის მიხედვით განისაზღვრება, რაც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ 4-5 წლიან პერიოდში შრომის ბაზრის მიმართულებით მოთხოვნები, რომლის კონვერტირებასაც პროფესიებიდან მოვახდენთ საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით - მთავრობა, მის საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გეგმავს განსაზღვროს ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ სტუდენტების რაოდენობის კვოტირება მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

„წელს არსებული პირველი კურსის, მეორე, მესამე, მეოთხე და მაგისტრატურის სტუდენტები ჩვეულებრივ მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას იგივე ლოგიკით, მათ შორის კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებიც.

ეს აღარ შეეხება მხოლოდ მომდევნო წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტებს. ამ ცვლილებების მიხედვით საქართველოს მთავრობას ენიჭება დელეგირება განსაზღვროს ორი მთავარი პარამეტრი, პირველი: სტუდენტების კვოტირების საკითხი. სტუდენტების რაოდენობის კვოტირება მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ 4-5 წლიან პერიოდში შრომის ბაზრის მიმართულებით მოთხოვნები, რომლის კონვერტირებასაც პროფესიებიდან მოვახდენთ საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, ამით დადგინდება მთავრობის მიერ კვოტირების საკითხი, იმ რაოდენობების საკითხი, რომელიც პროგრამებში უნდა იყოს.

მეორე მოდელი გულისხმობს მთავრობის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრას. საქართველოს მთავრობა, მის საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გეგმავს განსაზღვროს ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს